ისრაელში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობას. მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა უალტერნატივოა:

„საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ სარაკეტო თავდასხმას, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მსგავსი თემები