“მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, მოვიგებთ ამ არჩევნებს” – ირაკლი კობახიძე

მელიას შეთავაზებას ოპოზიციური პარტიებისთვის, არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით წარდგენასთან დაკავშირებით, წინასწარვე უშედეგოს უწოდებს უმრავლესობა.

მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “ქართული ოცნება” ოქტომბერში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

“მელია თუ იქნება ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციის, ამ შემთხვევაში დაახლოებით, პროპორციას ვგულისხმობ, 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს, ეს შემიძლია თამამად გითხრათ. 2/1-ზე ნიშნავს დაახლოებით 65%-ს ჩვენთვის, ეს თამამი განცხადება შეგვიძლია გავაკეთოთ.

რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, იქ შეიძლება სხვანაირი პროცენტები დალაგდეს, მაგრამ ასეც და ისეც ჩვენი კანდიდატი გარწმუნებთ, დამაჯერებლად მოიგებს თბილისის მერის არჩევნებს,” – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები