საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 363 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“ 1 409 პირს დაუდასტურდა, 1256 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 11 მაისს საქართველოში კორონავირუსის 1 788 შემთხვევა გამოვლინდა, 1 251 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები