“ნიკა მელიას გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ვფიქრობ” – გიორგი რურუა

ნიკას მელიას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე, იმედს ვამყარებ, რომ ის დადებით როლს ითამაშებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რურუამ თბილისის საქალაქო სასმართლოსთან განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს.

“ევროკავშირმა, როგორც ჩვენმა მეგობარმა ორგანიზაციამ თანხა გადაიხადა, ასე ჩათვალა საჭიროდ და მე ამას მივესალმები. მინდა ევროკავშირის წარმომადგენლობას დიდი მადლობა ვუთხრა, იმისთვის, რაც გააკეთეს – ამ დაპირისპირებაში ძალიან დადებითი როლი ითამაშეს.

ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების მქონე პოლიტიკოსი გამოვა, ვფიქრობ, მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ალბათ, ვფიქრობ, დანარჩენი პოლიტიკურო ცხოვრება პარლამენტის შიგნით უნდა გადავიდეს, როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები გვირჩევენ. დოკუმენტს ყველა უნდა დათანხმდეს, “ევროპული საქართველოც”, ბატონი შალვა ნათელაშვილიც, ქალბატონი თაკო ჩარკვიანიც.

მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ნიკას როლი პოლიტიკაში განსაკუთრებულია და მე, როგორც მოქალაქე იმედს ვამყარებ, რომ დადებით როლს ითამაშებს”,- განაცხადა რურუამ.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის იწყალებდა რურუას, თუმცა, პოლიპატიმრად არ მიიჩნევდა, რურუამ უპასუხა, რომ

პრეზიდენტის ამ განცხადებას “ჩვეულებრივად აფასებს და რომ არ სწყენია არაფერი”.

მსგავსი თემები