“ეს გირაო კი არა, ეს არის ჩემი შვილის ივანიშვილის ტყვეობიდან გამოსასყიდი” – ანზორ მელია

  •  

ანზორ მელიას შეფასებით, ეს გირაო კი არა, ეს არის ტყვეობიდან გამოსასყიდი. ამის შესახებ მან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„შემეძლო მე ეს გირაო გადამეხადა, მაგრამ ნიკა იყო სასტიკად წინააღმდეგი. გირაოს გადახდა ოჯახისგან იყო იმის აღაირება, რომ ჩვენ ამ უსამართლობას დავთანხმებულიყავით. ამიტომ, როცა ევროკავშირმა პირველად განაცხადა ბატონი შარლ მიშელის პირით გირაო, მაშინ აღვშფოთდი, მაგრამ დროთა განამავლობაში, როცა წინა პლანზე წამოვიდა, რომ ამნისტიით უნდა გამოეშვათ ნიკა, სადაც გათანაბრებული იქნებოდა იმ ბანდიტებთან, იმ თვალთხარია ჯარისკაცებთან, სასტიკი წინააღმდეგი გავხდი. ვიცოდი, რომ ნიკაც ამას გააკეთებდა. კარგი გამოსავალი იყო ევროკავშირის გირაოზე თანხმობა, ეს გირაო კი არა, ეს არის ჩემი შვილის ივანიშვილის ტყვეობიდან გამოსასყიდი“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა. ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

მსგავსი თემები