ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, მელია მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
მელიას ახლობლები ამ წუთებში რუსთავის საპატიმროსთან არიან შეკრებილები, საიდანაც დაკავებული მელია უახლოეს პერიოდში უნდა გამოვიდეს.