„ნიკა მალე გამოვა, ვაჟკაცობისა და კაცობის გაკვეთილს ჩაგიტარებთ“ – ანზორ მელია უმრავლესობას

პატიმრობაში მყოფი ნიკანორ მელიას მამა ანზორ მელია, ამ წუთებში რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფება, საიდანაც ნიკანორ მელიას გათავისუფლება უნდა მოხდეს. როგორც ანზორ მელია აცხადებს, ნიკა მელია ციხეში ვაჟკაცი შევიდა და ვაჟკაცი გამოვა

„ნიკა დღეს გამოდის თავაწეული და ღირსეული. ნიკა მალე გამოვა, ვაჟკაცობისა და კაცობის გაკვეთილებს ჩაგიტარებთ კიდევ ერთხელ ვინაიდან, ვერ ხვდებიან, ნიკა როგორი ვაჟკაცია, როგორი თავდადებულია, როგორ უყვარს საქართველო და არ იყიდება არც ფულზე, არც სავარძელზე და არც არაფერზე“ მეცინება, ამ ხალხს, „ქოცებს“ რა უნდათ პარლამენტში. პენსიაში რომ გავალ, მაგათ შთამომავლობას ამოვწევ, რომ ნახონ საიდან მოდიან ეს არაკაცები“ – ასე მიმართა ანზორ მელიამ მმართველი გუნდის დეპუტატებს.

მსგავსი თემები