მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ დედა სოსანას დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი ადგილი შესთავაზა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, დედა სოსანას მანა სწორედ ის მონასტერი შესთავაზა, რაც მას დაამშვიდებდა და დააწყნარებდა.

„ ლასურიაშის მონასტერში წასვლა შევთავაზე. ძალიან კარგი ადგილია, მონაზვნისთვის დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდებოდა და დაწყნარდებოდა, გაცილებით მეტი იქნებოდა მისი სულისთვის სარგებელი, რომ გამოეყენებინა ჩემი წინადადება.  შევუთვალე, რომ თუ უნდა, კამერების გარეშე მოვიდეს, ჩვეულებრივად, ყველაფერზე ნორმალურად დავილაპარაკებთ, თუ უნდა, კამერებით მოვიდეს და მაშინ კამერებით ვილაპარაკოთ ისე როგორც კამერებით ლაპარაკობენ, მაგრამ მონაზონსა და ეპისკოპოსს შორის უკამეროდ ლაპარაკი გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია სულისთვის, ამიტომ, მე შევთავაზე, არ გამოიყენა, ეს შოუები უფრო მოეწონა“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ მედიასთან, სადაც ის ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

მსგავსი თემები