„რაც ამ ეპარქიაში გაკეთებულია, ყველაფერი გაკეთებულია კეკუტიას სახსრებით“ – მეუფე სტეფანე

  •  

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში თუ რამეა გაკეთებული, ყველაფერ ბიზნესმენ კეკუტიას სახსრებითაა გაკეთებული. ეს განცხადება მეუფემ მედიასთან გააკეთა.    

„ბზობის დღესასწაულზე რაც მოხდა, ჩხუბები, კეკუტიათან დაკავშირებით, კეკუტია ვინ არის, მე მასთან პირდაპირი კონტაქტი არ მქონია. რამდენჯერმე შემხვდა თავისი ინიციატივით და რაღაცეებზე მელაპარაკა, მაგრამ ეს გაცნობითი ხასიათის იყო. მე არც მისი საქმიანობა ვიცი და არც მისი არაფერი. ვიცი უბრალოდ ის, რომ მეუფე პეტრეს ეხმარებოდა და ეს რეზიდენცია კეკუტიას გაკეთებულია. ეს ვიცი. რაც ახლა აქ რამე არის გაკეთებული, გაკეთებულია კეკუტიას სახსრებით“ – განმარტა მეუფემ, რომელიც ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება.

შეგახსენებთ, რომ სალხინოს მამათა მონასტერში, ბზობის დღესასწაულზე მრევლსა და სასულიერო პირების ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც ერთ-ერთი სასულიერო პირი სცემეს კიდეც. დაპირისპირების მიზეზი ტაძარში ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გახდა, რომელსაც მრევლისა და სასულიერო პირთა ნაწილი, რომელიც მეფე სტეფანემ მღვდელმსახურებას ჩამოაშორა, ტაძრიდან ხატის მოპარვასა და საკუთარი ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებდნენ. როგორც სასულიერო პირები აცხადებდნენ, მათ ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ მეუფე სტეფანესთან, რომ არ მიეყვანა ადგილზე კეკუტია. სასულიერო პირები მეუფისგან პასუხს ითხოვდნენ,  რატომ მიიყვანა ადგილზე ბიზნესმენი კეკუტია.

მსგავსი თემები