„წავიდა მტვრევა ფანჯრების, გააღეს კარები და გადაცვივდნენ და უნდოდათ რომ ეს ყველაფერ ჩემთვის დაებრალებინათ“ – მეუფე სტეფანე 

„გამომიყვანეს როგორც საშინელი მონსტრი და დამნაშავე. სინამდვილეში კი  მხოლოდ კრება ჩავატარე. შემდეგ მოხდა ის, რომ გადაიყარა ადამიანები, ზოგი ჟურნალისტიც მოხვდა….“ – ეს განცხადება ჭყონდიდის მღვდელმთავარმა, მეუფე სტეფანემ გააკეთა, სადაც ის ამ წუთებში მედიას ხვდება.

მეუფე, ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ხვდება და ყველა კითხვას პასუხობს.

„რაც შეეხება დიაკვნების საკითხს, რა ვთხოვე დიაკვნებს? – თავისი მოვალეობის შესრულება. დიაკონი არის იმისთვის, რომ იმსახუროს ეკლესიაში და ეს პირველ რიგში არის ეპისკოპოსთან მსახურება. დიკვნების მოვალეობაა, პირველ რიგში მღვდელმთავრის მსახურებაში მონაწილეობა და შემდეგ, მისი ლოცვა-კურთხევით შეუძლია სხვაგანაც მსახურება. მე რომ მოვედი, არც ერთი დიაკვანი არ დამხვდა, არადა აღმოჩნდა რომ 5 დიაკვანი გვყოლია. ერთმა თქვა, ავად ვარო და რაღაც პირობებს მიყენებდა. ის, ვინც კატეგორიულ უარს ამბობდა, მომიწია მათთვის მსახურების შეჩერება გამომეყენებინა“ – აღნიშნა მეუფემ მედიასთან.  

მეუფე სტეფანე ეპარქიაში ფიზიკურ დაპირისპირებასაც შეეხო, რა დროსაც აივანი ჩაინგრა და ადამიანები ძირს ჩაცვივდნენ.

„ერთ-ერთი დიაკვანი ამბოხებულებთან ერთად იყო და აპროტესტებდა რაღაც-რაღაცეებს, რაც მე ვერ გავიგე რას აპროტესტებდა. ამის შემდეგ, იყო სამღვდელოების კრება. ცაგერიდან და ლენტეხიდანაც იყვნენ ჩამოსულები. მე მინდოდა ეს ორი სამღვდელოება ერთმანეთთან შემეხვედრებინა და ურთიერთობა ჰქონოდათ. ამიტომ, სხვა მიზანი ჩემს ამ შეხვედრას არ ჰქონია. მე შევეცადე მათ კითხვებზე პასუხების გაცემას, დავიწყეთ სამღვდელოების კრება, დასვეს კითხვები და არ მოისმინეს პასუხები. დაიწყეს ყვირილი, წივილი, კივილი. არავითარი შიდა დაპირისპირება ჩხუბის სახით არ ყოფილა, ფიზიკური. ვცდილობდი დამემშვიდებინა და მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო ურთიერთობა, თუმცა, წავიდა ერთობლივი შემოტევა. იმ ტერიტორიაზე რომელზეც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, შემოიჭრა ადამიანების გარკვეული ნაწილი და წავიდა მტვრევა ფანჯრების, გააღეს კარები და გადაცვივდნენ.  უნდოდათ, რომ ეს ყველაფერ ჩემთვის დაებრალებინათ რომ ჩემი ლოცვა კურთხევით გადაცვივდნენ. გამომიყვანეს როგორც საშინელი მონსტრი და დამნაშავე. სინამდვილეში კი  მხოლოდ კრება ჩავატარე. შემდეგ მოხდა ის, რომ გადაიყარა ადამიანები, ზოგი ჟურნალისტიც მოხვდა“ – განმარტა მეუფე სტეფანემ.  

მსგავსი თემები