„ვეკითხები „ქართულ ოცნებას“ – შესვენებების დრო გვაქვს ახლა?“ – ირაკლი ღლონტი

„მოვედი საბაჟოზე ათ საათამდე, დაცვის თანამშრომელმა მითხრა, რომ 13 რიცხვამდე არ მუშაობს შემოსავლების,“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ირაკლი ღლონტმა ფეისბუქ ლაივის დროს ისაუბრა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები პარალიზებულია:

„ სამსახური, ვეკითხები „ქართულ ოცნებას“, როგორ აპირებთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე თუნდაც ჩემი ხალხის მიყვანას, შესვენებების დროს გვაქვს ახლა? ესაა კატასტროფა, სამარცხვინო რეალობა, გამოვედი დილით ადრე რამდენიმე საქმის გაკეთება მინდოდა და აღმოჩნდა, რომ 12 საათამდე არ იღვიძებს საქართველო, რომელ ევროპულ სივრცეებზე გვაქვს საუბარი, ზოგიერთებს, რომ მიგეჩქარებათ რუსული სივრცეებისკენ, იქაც არ ხდება ასე, რით უნდა ვიხადოთ ხალხმა გადასახადები,“ – ამბობს ირაკლი ღლონტი.

დადიხართ ჩაჰალსტუხებულები, შემოგიერთდათ ამ ყველაფერში ვითომ ოპოზიციონერები,“ – ამბობს ირაკლი ღლონტი.

მსგავსი თემები