ნამახვანჰესთან, რიონში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რამდენიმეკვირიანი  საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ,  მამაკაცის ცხედარი რიონიდან  ამოასვენეს.  ოჯახის წევრებმა მისი იდენტიფიცირებაც მოახდინეს და ცხედარი გადაასვენეს.

ძებნის სამუშაოებში 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცი მდინარე რიონში შევიდა და უკან არ გამოსულა. მას შემდეგ, ძებნის ოპერაცია მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები