დღეს, ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ

9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვაკის პარკის ნაცვლად, წელს   ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ყოველი წლის 9 მაისს, საქართველოში, ვაკის პარკში საზეიმო ღონისძიება იმართებოდა, პატივს მიაგებდნენ ომში დაღუპულებს, ვეტერანები და საზოგადო მოღვაწეები იკრიბებოდნენ მარადიულ ცეცხლთან, თუმცა, წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მსგავსი თემები