მელიას გირაოს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში საიამ ჩარიცხა – ორგანიზაცია განმარტებებს აკეთებს

საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკანორ მელიას გირაოს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რატომ ჩაერთო საია ამ პროცესში.

ნიკა სიმონიშვილი ადასტურებს, რომ 40 000 ლარი ბიუჯეტში საიამ ჩარიცხა. „დღეს საქართველო არის მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში“ – ასე ხსნის სიმონიშვილი პროცესში ჩართვის მიზანშეწონილობას.

„თქვენ ნახეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომ გადახდილია ნიკა მელიას გირაო, ხოლო ჩვენ გადავრიცხეთ ბიუჯეტში ეს თანხა იმისთვის, რომ გირაოთი შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ეს თანხა წამოვიდა „ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის“, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფუძნებული. ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე. ეს არ იყო საია-ს თანხა, ეს იყო მედიატორის, ევროკავშირის თხოვნა“ – განმარტავს სიმონიშვილი.

მსგავსი თემები