ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 72, შიდა ქართლი – 52, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115, კახეთი – 64, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

მსგავსი თემები