ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. ინცინდენტი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

“ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ, არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილი მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი, არც მომხდარის მიზეზი ვიცი”,- აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილოზებული.

მსგავსი თემები