“სიგიჟემდე მიყვარხარ და იქით ცხოვრებაში გნახავ” – რიონში გაუჩინარებული მამაკაცის წერილი

  •  

მდინარე რიონში დაკარგული 27 წლის ნიკა ანთიძის ოჯახი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ მათი ტრაგედია პოლიტიკური მოტივით.

დღესვე ადვოკატმა გაასაჯაროვა მესიჯი, რომელიც მისივე თქმით, დაკარგულმა მამაკაცმა “ფეისბუკის” ერთი გვერდიდან მეორეზე საკუთარ თავს გადაუგზავნა.

“არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქით ცხოვრებაში გნახავ,” – წერს ანთიძე. ადვოკატის მტკიცებით, ამავე წერილში ის მთავრობას რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო აკრიტიკებს და წერს, რომ საქართველო გაყიდეს.

“მობილურ ტელეფონში ჰქონდა მესენჯერი, სადაც გააგზავნა და დატოვა ნაპირზე. შემდგომ ეს ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს და ოჯახში რომ გახსნეს მისი მეორე ტელეფონი თუ კომპიუტერი, იქ აღმოაჩინეს გახსნილი მესენჯერი, სადაც ეწერა ეს წერილი. ზუსტად ემთხვევა იმ დროს, როდესაც ის გადახტა მდინარე რიონში.

შექმნილი გვერდი აქვს რაღაც ისეთი, სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა.

ნიკა ანთიძის ოჯახი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ მისი ოჯახის ამ მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.

მსგავსი თემები