“ვინც ჩემ მიწას უდიერად მოიხსენიებს, ის ჩემთვის კაციც არაა, უვარგისი ადამიანია” – მეუფე იაკობი ივერი მელაშვილზე

ვინც ჩემ მიწას უდიერად მოიხსენიებს, „ჩვენი არაა, სხვისიაო“ ამბობს, ის ჩემთვის კაციც არაა, უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს. შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ქართველ ერთან გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა, რითაც დავით გარეჯში სასულიერო პირებს, ივერი მელაშვილსა და ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილს რომ გვერდით ვინმე დაუდგება, თან დავით-გარეჯის მიწაზე, შესაძლოა, აგრესიაც წამოვიდეს.

„ვინ ნასვამი იყო და ვინ არა, მე არ ვიცი. თქვენ გაქვთ საბუთი რომ ნასვამები იყვნენ? თუ სუნი დადგა და ამოდიოდათ? ექსპერტიზის დასკვნით არიან ნასვამები? მე არასდროს გადანაშაულებთ რამეში, თუნდაც გადაცემები არ მომწონდეს და ა.შ. არის სხვადასხვა ტელევიზია და ყველა თავის ხაზს ატარებს -თუ არ მინდა, არ ვუყურებ, თუ მინდა – ვუყურებ. იმდენ რამეს მაბრალებენ – ქვეყანას, ჩემი ცოდვებიც მეყოფა და არასდროს ვცემ პასუხს. რაც შეეხება ივერი მელაშვილს, როცა ასეთ მძიმე მდგოამრეობაში ხარ და იცი ხალხის განწყობა, 6 ათასი ბერის ხსენებაა, ამ დღეს მიდიხარ იქ, იცი, რომ ტელევიზიებიც იქნებოდნენ, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სპეციალურად მოწყობილი იყო, როცა მიდიხარ და იცი რა განწყობაა, რა ვიცი… ასაკოვანი კაცია და თავისი ეყოფა, თვითონ ჩაიხედოს გულში რამე თუ აქვს გაკეთებული ან გაფუჭებული.

თქვენ ვიღაცის ნათქვამს ვინც გვერდით იყო, უჯერებდით, მე კიდევ მამა კირიონს ვენდობი. რატომ არ უნდა დავუჯერო მამა კირიონის ნათქვამს და რატომ უნდა დავუჯერო იმ პოლიტიკოსების ნათქვამს, ‘უდანაშაულოო“ მაშინვე რომ დაიწყეს, რომელსაც დღეს ჩვენი ერის ყოფა არ აინტერესებთ, როგორ ძაბავენ სიტუაციას, კრიზისი რომაა ქვეყანაში უხარიათ, ნეტა იმათ ტვინში ჩამახედა რას ფიქრობენ?!

ივერი რომ მივიდა, რაღა გუშინ მივიდა? გუშინ პრემიერს ჰქონდა ვიზიტი, რა ვიცი, რომ ივერის მხრიდან ეს შეგნებული პროვოკაცია არ იყო, თუმცა მაინც არ ვიტყვი ისეთ რამეს, რაზეც პასუხისმგებელი ღმერთთანაც არ ვიქნები.

სად მიდიხარ? ჩვენ ერი როგორ გიყურებთ, ხომ იცი არა?! მე ეს ამბები მანამდე ვიცოდი. ილიჩოვამ ის არ იკადრა, რომ ქართული ესწავლა, სახელმწიფო ენა არ იცოდა და როგორ კომისიაში იყო. მინისტრებს სად ჰქონდათ თავი? შევარდნაძის პერიოდიდან სააკაშვილის პერიოდი რომ მოვიდა, რუსულენოვანს რომ მიტოვებ, თან ეგეთ სამსახურში, ვისი ხარ? ჩემთვის ყველა რუსის არის, ვინც კრიზისს ქმნის. ეკლესიაზე ისეთი ძალადობებია ხოლმე, არასდროს წუხართ ამაზე. პირადად ჩემზე ისეთი ძალადობები მიდის ხოლმე.

ივერი რომ მიდიოდა, ივერის რომ დაუდგები გვერდით და გადაიღებ, სამწუხაროდ, ის შეიძლება აგრესია წამოვიდეს, არაფერ შუაში არ იყო და შენც მიიღო, ამით ივერი გადაარჩინო, რომ ზედმეტი შეხება არ მოხდეს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქით, ძალადობა ყველგან ხდება.

„ძალადობას თუ ვიტყვით, ისე უნდა შევთანხმდეთ, რა არ შეიძლება. ამ სიტუაციას შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან, ივერი არის მატადორი. თქვენ ჟურნალისტები გამოდიხათ ლახვარს რომ არჭობენ. კლავთ ხარს, ის ხარი გირქენთ მერე, მერე კლავენ და აჭმევენ ადამიანებს. როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო? – თან 6 ათასი ბერის ხსენების დღეა. ვინც ჩემ მიწას უდიერად მოიხსენიებს, „ჩვენი არაა, სხვისიაო“ ამბობს, ის ჩემთვის კაციც არაა, უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს. შეუძლია ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ქართველ ერთან გამოსაჩენი ცხვირ-პირი არ აქვს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით. ვიღაცა ივერი მელაშვილი გამოდის, კარტოგრაფიც არაა და ჩემს მიწაზე ამბობს არაა ჩვენი მიწაო…“- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები