გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ქადაგებაში მეუფე იაკობმა ქართველი პოლიტიკოსები გააკრიტიკა.
“თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი, რას დაამსგავსეთ საქართველო”, – მიმართა პოლიტიკოსებს მეუფე იაკობმა.
არ დაუკონკრეტებია, თუმცა ის სავარაუდოდ ნიკა მელიას პატიმრობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა:
“წინა ხელისუფლების პერიოდი რომ იყოს, ციხეში წასვლას ვაჟკაცობად ჩავუვთლიდი, მაგრამ დღეს მაპატიეთ და იმას არ უშვრებიან ციხეში ადამიანებს, რასაც მაშინ უშვრებოდნენ და არც კლავენ.
მაშინდელი გავიხსენოთ, რომელი იყო ვაჟკაცი? ოქრუაშვილი იყო და ორ დღეში გამოიქცა იქიდან, თავისივე გაკეთებულმა რა უყო.
ხომ უნდა გახდეთ კაცები, რაღაცას ხომ უნდა დაემსხგავსოთ. ნოტარიუსით ხომ არ გაქვთ გაფორმებული ეს საქართველო?! 20-30 ლარს უხდით ადამიანებს, რომ სამუშაოს მოწყვიტოთ და მიტინგზე ჩამოიყვანოთ. იმის მაგივრად რომ ყველა ერთად შევეჭიდოთ სიღარიბეს, ვის რაში სჭირდება ასეთი დაყოფა,” – აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.