წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში მრევლი აკვნებით მიდის

წაჩხუროს მთავრანგელოზის ეკლესია უშვილო წყვილთა შემწედ ითვლება, დღესაც იქ უამრავი ადამიანი მივიდა მოსალოცად აკვნებით.

თქმულების თანახმად, უშ­ვი­ლო წყვი­ლები თუ მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სალ­ხი­ნოს, წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს მო­ი­ნა­ხუ­ლებს, შვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ეყო­ლე­ბათ.

უამ­რა­ვი მორ­წმუ­ნე, უშ­ვი­ლო ცოლ-ქმა­რი, ჯვარ­და­სა­წე­რი ქალ-ვაჟი ევედ­რე­ბა შვილს.

ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. აძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა. ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ტაძარში ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს (აღდგომის მეოთხე დღეს) დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, შვილოსნობის მთხოვნელი ადამიანები მოდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს.

მსგავსი თემები