“გვითხარი ერთი, სად და როდის რა შექმენი… ვინ მოგცა ის, რაც გაქვს” – ნეკა დოროყაშვილს მისი ქონების წარმომავლობა შეახსენეს

სპორტული ჟურნალისტი დავით ხვადაგიანი სოციალურ ქსელში მოდელი, ნეკა დოროყაშვილისკომენტარს ეხმაურება, რომელიც მან ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუწერა.

„ჰო აბა ბიჭო, „სძულს“ თურმე თავისი შვილი ნიკას !!! რაც გაგაჩნია, სულ შენი „შრომით გაქვს მოპოვებული“ ხომ ? „წელებზე რომ ფეხს იდგამდი“ ? გვითხარი ერთი, სად და როდის რა შექმენი ასეთი „სიმწრით და დაგვით“ ? ნეტა ვინ მოგცა ის, რაც გაქვს და იქნებ ცოტა დაფიქრდე, რომ ეს სწორედ შვილის დამსახურებაა !

ცოტა თავშეკავება რომ იქონიო, მართლა და მართლა შვილს გაუწიო ანგარიში და რაც არ უნდა მტყუან-მართალი იყოს ვინმე თქვენს შორის, იქნებ და არ იჭორაო საჯარო სივრცეში და სიბინძურეები არ ილაპარაკო? ნიკა შენგან განსხვავებით ამ თემებზე არ საუბრობს არავისთან, ტაბუ აქვს დადებული ! ეს არა იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, ანაც მართლად !

შვილის სიყვარული კიდე, თუნდაც ეს „პიარით“ იყოს განპირობებული (რაც დარწმუნებული ვარ ასე არ არის), ათასჯერ ჯობია იმას, რასაც შენ აკეთებ,“ – წერს დათო ხვადაგიანი.

ცნობისთვის, გუშინ, ნეკა დოროყაშვილი კომენტარით ნიკოლოზ ბასილაშვილის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ჩოგბურთელი შვილს დაბადების დღეს ულოცავდა.

მსგავსი თემები