მერობის ერთიანი კანდიდატი და ოპოზიციის ერთიანი სია „რესპუბლიკელებისთვის“ მიუღებელია

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სია გამართლებული არ არის და ოპოზიციას არც მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს.  

,,აუცილებელია, ყველა ოპოზიციური ძალა კოორდინირებულ რეჟიმში გეგმავდეს, რა და როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ჩემი პოზიციაა, პირველ რიგში,  დაველოდოთ ნიკა მელიას გათავისუფლებას, ამის შემდეგ, ყველა ოპოზიციური პარტია უნდა დავსხდეთ და დაპირისპირების მიუხედავად ვისაუბროთ როგორ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებზე. არ ვფიქრობ, რომ ერთიანი სია უნდა არსებობდეს, ან ერთადერთი კანდიდატი, პირიქით ახლა მრავალფეროვნებაა გამოსავალი, მაგრამ კოორდინაცია მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43% და მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა სამნიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები