“მნიშვნელოვანია, პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა გააგრძელოს” – კარლ ჰარცელი

როგორც ვიცით, ახლა პარლამენტში ორი პროექტია, რომელიც უნდა განიხილონ. ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პარლამენტში მიმდინარე მსჯელობა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, 19 აპრილის შეთანხმებაზეც იმსჯელეს.

კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირი მზად, გირაო გადაიხადოს, ელჩმა უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამ საკითხებზე მსჯელობა ამჟამად მიმდინარეობს. ვნახავთ, როგორ გაგრძელდება მომდევნო დღეებში“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, აუცილებელია ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელების პირველი ნაბიჯები რაც შეიძლება მალე გადაიდგას, რაც ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებამდე მიიყვანს.

მსგავსი თემები