„რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე… ვაი თქვენს პატრონს, უბედურს” – გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას მიმართავს

რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე, რა უბედურებაა, – ასე მიმართა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ოპოზიციას.

ფხაკაძის თქმით, ოპოზიციიდან ყველა, ვინც მიტინგებზე გამოდის კორუმპირებულები არიან.

„ საქმე საქმეზე რომ მიდგება გეგონება, არაფერი არ ხდება. რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე, რა უბედურებაა. თუ აჯანყებას აპირებ, აიღე და დაამთვრე რა. თუ ოპოზიცია ხარ, ოპოზიცია იყავი. არაფრის გამკეთებლები. ვერ გავიგე ამათ რა უნდათ. ოპოზიციის ვერაფერი ვერ გავიგე. თუ მაგრები ხართ გამოდით და გააკეთეთ. ამდენი ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში და მიგეყვანათ საქმე ბოლომდე. რა იყო ეს ორ საათიანი მიტინგი. მერე დაიშლებით და პურ-მარილზე მიდიხართ? ესაა თქვენი მიტინგები? ვაი თქვენს პატრონს უბედურს. ყველა კორუმპირებულები არიან მაგენი. გადახედეთ ვინ გამოდიან და როგორ გამოდიან”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მსგავსი თემები