“საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება.

გაბუნიას ინფორმაციით, უწყება სექტემბრიდან დღიურად 5-დან 10 ათას პირამდე აცრას გეგმავს.

“ივნისი პოპულაციური იმუნიტეტისთვის ძალიან ადრეული პერიოდია. რა თქმა უნდა, ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება. პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად 60% მაინც უნდა იყოს აცრილი მოზრდილი მოსახლეობის და ეს გეგმა არის დეკემბრისთვის, ანუ წლის ბოლომდე.

რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ჩვენთვის სასურველი ვაქცინაციის მაჩვენებელი დღევანდელ ეტაპზე უნდა იყოს სულ მცირე 3 ათასი მოქალაქის აცრა და შემდეგ ამის გაზრდა – 5 ათას, 10 ათას მაჩვენებელზე, როცა გადავალთ სექტემბრიდან ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოცვის მაჩვენებლებს წლის ბოლომდე,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მსგავსი თემები