“ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ გამოვრიცხავ” – ირაკლი ქადაგიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

“როგორც ხელმოწერილი შეთანხებით არის გათვალისწინებული, ამნისტია შეეხება ყველას,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში”, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის განმარტებით, როგორც კი უქმე დღეები დასრულდება, საპარლამენტო საქმიანობა განახლდება – მოწვეული იქნება ბიუროს სხდომა და დაიწყება პროექტის კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე განხილვის პროცესი.

“როგორც ხელმოწერილი შეთანხებით არის გათვალისწინებული, ამნისტია შეეხება ყველას, ვისაც, რა თქმა უნდა, ამის სურვილი ექნება. ყველას ინდივიდუალური სურვილია, ამნისტია შეეხოს თუ არ შეეხოს. ის არ შეეხება ისეთ მუხლებს, სადაც საუბარია განძრახ ჩადენილ დანაშაულზე. “ამნისტიის შესახებ“ კანონის მისაღებად პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას არ გამოვრიცხავ “, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები