“ეს საპარლამენტო არდადეგები არ არის, ეს არის სახელმწიფო უქმეები“ – ირაკლი ქადაგიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“  

„ეს იყო შესვენება პანდემიის ჯაჭვის გაწყვეტის მიზნით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის ინფორმაციით პარლამენტი მომდევნო კვირიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას:  

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, ამიტომ ყველა საჯარო სამსახური ამ გადაწყვეტილების ფარგლებში მოქმედებს. ზოგადად ახლაც პარლამენტარები ვმუშაობთ სხვადასხვა ფორმატში.

მომავალი კვირიდან დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება სრულფასოვნად, გაიმართება სესია, რომელზეც ამნისტიის კანონის დარეგისტრირება მოხდება,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები