„ლისის ფერდზე ნებისმიერი მშენებლობა დასაკონსერვებელია, ყველგან გრუნტი დაიძრა“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავართან“

„მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, ლისის ფერდზე ნებისმიერ მშენებლობას აუცილებლად დავაკონსერვებდი, აუცილებლად, რადგანაც, დაწყებული პროცესი ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდება“ – აცხადებს „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან“ და მაგალითად ერთ-ერთი გეოლოგიური დასკვნა მოაქვს, წერია, რომ მშენებლობა არ შეიძლება, მაგრამ, მაინც კარგია.    

საუბარია გეოლოგიურ დასკვნაზე, რომლის საფუძველზეც, ლისის ფერდობზე  გაცემულია სამშენებლო ნებართვა.

„გეოლოგიურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, ძალიან დიდი პრობლემაა, თუმცა, ხელსაყრელი პირობებია მშენებლობისთვის. ანუ, თავს იზღვევს. ეს პირველი კურსის გეოლოგიაა, იცის, რომ ასეთი დაფერდებისა და ქანების გამაგრების პირობებში მსგავსი ჭრა არ უნდა განახორციელოს და იქ არ უნდა დაიდგას 10 და 15 სართულიანი კორპუსები, მაგრამ ამბობს, ცუდი პირობებია, ძალიან ცუდია, მაგრამ  მაინც კარგია.  ლოგიკას ხედავთ ამაში“ – აცხადებს გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, მსგავსი დასკვნებისა და გაცემული სამშენებლო ნებართვების ფონზე, ყველგან გრუნტი დაიძრა.

„შედეგად მივიღეთ ის, რომ სადაც არ გაჭრეს კორპუსისთვის საძირკველი, ყველგან გრუნტი დაიძრა. მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, ლისის ფერდზე ნებისმიერ მშენებლობას აუცილებლად დავაკონსერვებდი, აუცილებლად, რადგანაც დაწყებული პროცესი ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდება“ – განაცხადა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.      

მსგავსი თემები