ვაქცინირების შემდეგ დაინფიცირდნენ, თუმცა, ვირუსი მსუბუქად გადაიტანეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში ადასტურებს, რო საქართველოში არაერთი შემთხვევა დადასტურდა, როცა ვაქცინირებული ადამიანები დაინფიცირდნენ.

„გიდასტურებთ, რომ ჩვენთან არის შემთხვევები, როცა პირველი დოზით ვაქცინირების შემდეგ ადამიანები დაინფიცირდნენ. მათი რიცხვი ერთეულები არ არის,  თუმცა, ამ ვაქცინის მთავარი დამსახურება სწორედ ის არის, რომ არც ერთ მათგანს, ვინც  ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდა, გართულება არ ჰქონია. დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდა და მალევე გამოჯანმრთელდნენ“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.   

მისივე შეფასებით, თბილისში, „სინოფარმის“ აცრაზე, თვის მეორე ნახევრის ჩათვლით, ყველა ადგილი დაჯავშნილია, რაც საიმედო სურათია.

მსგავსი თემები