ვაქცინაციისთვის დიდი სივრცის – სტადიონების, ეკლესიების, დარბაზების მოწყობა იგეგმება

მსოფლიო გამოცდილების მაგალითზე, საქართველო ზაფხულის პერიოდისთვის, „კოვიდ 19“-ზე მოსახლეობის ფართო ვაქცინაციას გეგმავს. შესაბამისად, განიხილება ალტერნატიული, დიდი სივრცის მოწყობა, სადაც მასშტაბური ვაქცინაცია ჩატარდება.   

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, პროცესში სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და ვეტერანი ექიმების გამოყენებაც მოხდება.   

„ვაქცინაციისთვის პოლიკლინიკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.  დაემატება პოლიკლინიკები, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება. ზაფხულის პერიოდისთვის კი ქვეყანაში დიდი სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მასიურად მოხდება ვაქცინირება. საუბარია სხვა ქვეყნების ანალოგზე – სტადიონებზე, სპორტულ მოედნებზე, ეკლესიებში, დიდ სივრცეებში პუნქტების გახსნაზე. მსგავსი სამუშაო დაწყებულია და საჭიროების შემთხვევაში, გეგმაც არსებობს“ – აცხადებს პაატა იმნაძე.   

მისივე შეფასებით, პროცესში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან და იქნებიან ჩართულები. შესაძლოა ვეტერანი ექიმების გამოყენებაც მოხდეს.

მსგავსი თემები