ევროპის წამლის სააგენტომ ჩინური ვაქცინის შესწავლა დაიწყო

ჩინური წარმოების ვაქცინა  „სინოვაკისთვის“ავტორიზაციის მინიჭება-არმინიჭება მიმდინარე კვირას გადაწყდება. ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების განხილვა დღეს დაიწყო. სააგენტო ყველა იმ ლაბორატორიულ კვლევებსა და ჩატარებული  ცდების შედეგებს გაეცნობა, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს.

„ეს კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინა უწყობს ხელს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც კორონავირუსს ებრძვის და დაავადებისგან დაცვა შეუძლია“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპისთვის, ევროპის წამლის სააგენტოს მხრიდან დამტკიცებულია შემდეგი ვაქცინები: „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „იენსენი“.

მსგავსი თემები