„ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპროექტი 19-21 ივნისის მოვლენების ყველა დამნაშავეს შეეხება

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი  სისხლისსამართლებრივ ყველა დანაშაულს შეეხება და 19-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულები  პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს.

როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, მნიშვნელოვანია, შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში.

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე“ – ვკითხულობთ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში.

ამნისტია მათაც შეეხებათ, რომლებმაც ჩაიდინეს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

„ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება“ – ვკითხულობთ ამნისტიის დოკუმენტში.

მსგავსი თემები