“დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მალე მოუწევს მელიას გათავისუფლება” – საძაგლიშვილი

როგორც საძაგლიშვილმა ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ხელისუფლების გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ნიკა მელიას პოლიტიკურ ტყვეობას”.

“ნიკა მელიას დატყვევების გადაწყვეტილება მიიღო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, შესაბამისად ახლა მათზეა დამოკიდებული თუ როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამთავრდეს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს მისი განთავისუფლება, ვინაიდან ერთის მხრივ პრობლემას წარმოადგენს ნიკა მელია პატიმრობაში და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო დიდ პრობლემაა ნიკა მელია თავისუფლებაზე. ამიტომ, ხელისუფლებას არ სურს მისი გათავისუფლება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ძალიან მალე მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელია უნდა დათანხმდეს რამეს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას ნებისმიერ დროს შეუძლია იშუამდგომლოს და სასამართლოს ორივე შტო, რომელიცაა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მიღების გადაწყვეტილება”, – თქვა მან.


მსგავსი თემები