6 მაისს, საქართველოში Astrazeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 6 მაისს, საქართველოში Astrazeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვა.

“Astrazeneca 6 მაისს კიდევ შემოვა 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. Astrazeneca-ს ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს Astrazeneca-ს ათვისებასთან დაკავშირებით,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები