9 სკოლაში, სწავლა, რამოდენიმე კვირით გადაიდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სარემონტო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი, 6 სკოლაში ერთი კვირით, სამ სკოლაში კი, ორი კვირით გადაიდება.

როგორც უწყებაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, საქართველოს რეგიონებში, 640-ზე მეტ საჯარო სკოლაში, მოსწავლეები და პედაგოგები, ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან.

„იმ სკოლებიდან, რომლებშიც ჩატარდა მცირე სარემონტო სამუშაოები, სწავლის პროცესის გადადება საჭირო გახდება მხოლოდ ერთი კვირით ექვს სკოლაში და ორი კვირით – სამ სკოლაში“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს იწყება. 

მსგავსი თემები