ამირან გამყრელიძე ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. ქვეყნის მთავარ ეპიდემიოლოგს იმუნიზაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ცნობისთვის, დღეიდან ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. აცრა 18 წელს გადაცილებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ ვისაც, წინასწარი რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს. ამასთან, ჯანმო Sinopharm-ის ​და Sinovac-ის ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ექსპერტების შეფასებას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ამ ვაქცინის ორი დოზა 18-დან 59-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში COVID-19-ის პრევენციისთვის ეფექტურია. რამდენიმე ქვეყანაში მესამე ფაზის კლინიკური კვლევების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია. ამირან გამყრელიძე პირველი პირია ვინც საქართველოში ჩინური წარმოების Sinopharm-ით აიცრა.