„რაც ახლა ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შესაძლებელია, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოხდეს” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ ბოლო ორ კვირაში, კორონავირუსის შემთხვევები კატასტროფულად მატულობს.

„მსოფლიოში ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-ის უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე პირველ ექვს თვეში. ახალი შემთხვევების დიდი წილი ინდოეთსა და ბრაზილიაზე მოდის, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანო.

ჯანმო მოსახლეობას უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

„რაც ახლა ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შესაძლებელია, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოხდეს, თუ არ დავიცავთ წესებს, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასაწყისიდან ავრცელებს. ვაქცინაცია ამ პასუხის ნაწილია“, – ასეთია ჯანმოს გაფრთხილება.

მსგავსი თემები