წმინდა ცეცხლს საქართველოში 24:00 საათისთვის ჩამოიტანენ

საქართველოს დელეგაცია სასულიერო პირების მონაწილეობით, ისრაელში უკვე გაემგზავრა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  დაახლოებით 24:00 საათზე დაეშვება და წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს.

პამდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, ქართული დელეგაცია ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს ვერ დაესწრო. შესაბამისად, მათ წმინდა ცეცხლს აეროპორტში გადასცემენ, რომელიც თბილისში ჩამოვა.

წმინდა ცეცხლს ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, შემდეგ კი ქვეყნის სხვადასხვა ტაძრებში გადანაწილდება.

მსგავსი თემები