კიდევ ერთი სასწაულებრივი მოვლენა – წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმის მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი ისევ გადმოვიდა. კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14:58 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ. იერუსალიმში დიდი ზეიმია. მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა აღნიშნავენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები. 

იერუსალიმის  საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დილიდან მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენელებმა ვაქცინირებული პირები აღდგომის ტაძარში შეუშვეს. ვინც ვაქცნირებული არ იყო, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ.

მსგავსი თემები