„ინდური შტამი, რაღაც დროს, ალბათ საქართველოშიც გავრცელდება“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი საქართველოში ჯერ დაფიქსირებული არ არის, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩვენთან არ შემოვა.

„ინდური შტამი“ საქართველოში შესაძლებელია გავრცელდეს, მაგრამ,  საბედნიეროდ, ჯერ  არ გავრცელებულა. შეუძლებელი არაფერია,  რაღაც დროს, ალბათ გავრცელდება. ბრიტანულ, სამხრეთ აფრიკულ და ბრაზილიურთან შედარებით, ინდური შტამის შესახებ მწირი ცოდნაა. ინდურ შტამთან დაკავშირებით ვარაუდობენ, რომ ცოტა მეტი მუტაციაა, ვიდრე იყო ბრიტანულ შტამში. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ როგორც ბრიტანული შტამი, ისიც უფრო მარტივად გადამდებია, უფრო სწრაფად ვრცელდება“ – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი ბრიტანულ შტამს განეკუთვნება.

„ვარაუდობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი ე.წ. ბრიტანული შტამია. მას ახასიათებს სწრაფი გავრცელება, მარტივი გადამდებობა და ახალგაზრდებს, ბავშვებს უფრო ადვილად ასნებოვნებს, ვიდრე ჩინური შტამი“ – განმარტავს მთავარი ინფექციონისტი.

მსგავსი თემები