ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ დედაქალაქშია. შემდეგ მოდის აჭარა და იმერეთი.
რეგიონების მიხედვით განაწილება კი შემდეგია: თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – ექვსი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 427, იმერეთში – 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 747 პირი, მათ შორის, თბილისში – 362, აჭარაში – 71, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 150 პირი, მათგან თბილისში – 98, აჭარაში – 10, იმერეთში – 11. 749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 402 – თბილისში, 318 – აჭარაში. 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.