ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დაჭრილი მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ზუგდიდის საავადმოყოფოში განმარტავენ, დაშავებულებს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვთ მიყენებული.
“კლინიკაში შემოიყვანეს მამა-შვილი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ- ნაგლეჯი ჭრილობა. ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გრძელდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა,”- აცხადებენ ზუგდიდის საავადმყოფოში.
დაჭრილის დედის განცხადებით, მის შვილს და მეუღლეს კონტრაბანდული სიგარეტი ნამდვილად ჰქონდათ, თუმცა მათ პოლიციამ გაფრთიხლების გარეშე ესროლა და შემდეგ ორივეს ფიზიკურად გაუსწორდა.