„ვირუსი წელში უნდა გადავტეხოთ, არ დაიწყოთ დაცდა „ნოვოვაქსისთვის“ – თენგიზ ცერცვაძე

„ნოვაქსი“ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა იქნება“ – აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და მოსახლეობას მოუწოდებს, მას ნი დაელოდებიან.

„ნოვოვაქსი“ იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა მსოფლიოში, ოღონდ ახლა არ დაიწყოთ დაცდა „ნოვოვაქსისთვის.“ ის იქნება ივლის-აგვისტოში და ივლის-აგვისტომდე ჩვენ ვერ მოვითმენთ, ივლის-აგვისტომდე ჩვენ უნდა გადავტეხოთ წელში ეპიდემია და რადგან ჩვენ მთელი მოსახლეობა უნდა ავცრათ წლის ბოლომდე, „ნოვოვაქსიც“ მოგვისწრებს“ – განმარტავს ცერცვაძე.  

მისივე ინფორმაციით, „ნოვოვაქსი“ არის სუფთა, გასუფთავებული ცილები, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია ყველანაირი გვერდითი მოვლენებისგან.

მსგავსი თემები