საქართველოს ერთი მილიონ დოზა „ფაიზერს“ და ერთ მილიონ დოზა „ნოვოვაქსის“ მოლოდინშია

კლინიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის გამოყენება 55 წელს ქვევით არ მოხდება. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალიტებს განუცხადა, ასაკის დაწევა არ მოხდება.

„საუბარია  იყო, ხომ არ დავწიოთ ასაკი 55 წლის ქვემოთ.  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ რომ, ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ვაქცინა 55 წლის ქვევით არ გამოიყენება, თრომბის განვითარების რისკია.

„ის მინიმალური თრომბოზიც კი, რომელიც არის, სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს. მართალია, ეს არის ერთეული შემთხვევები, მიზერი იმასთან შედარებით, რა თრომბოზებიც კოვიდის დროს ვითარდება. ასე რომ „ასტრაზენეკას“ დროს შენარჩუნებული იქნება ასაკი 55 წელი და ზევით. სამაგიეროდ, თუ უკვე დაიწყო რეგისტრაცია და თუ აღდგომის შემდეგ 4 მაისს, ბრუნვაში უკვე წავა „სინოფარმი“, რომლის განხილვაც ჯანმო-ში დღეს არის და დიდი მოლოდინია, რომ ის ავტორიზაციას მიიღებს, „სინოფარმზე“ გახსნილი იქნება ყველა ზღუდე. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, რომ აიცრას“, – განმარტავს მთავარი ინფექციონისტი.

მსგავსი თემები