წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ერთხელ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

პროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

მსგავსი თემები