შესაძლოა, რომის პაპი ზელენსკი-პუტინის შეხვედრის შუამავალი იყოს

რომის პაპი ფრანცისკე მზად არის, ვლადიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, შუამავალი იყოს. ინფორმაციას იტალიური მედია ვატიკანის დიპლომატ, კარდინალ ლეონარდო სანდრიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლეონარდო სანდრის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს შერიგების ხელშესაწყობად, შეუძლია შეხვედრაზე დასწრება. იტალიურ გაზეთ „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ზელენსკიმ დარწმუნებით თქვა, რომ ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და შესაძლებელია, ეს ადგილი ვატიკანი იყოს. ზელენსკი ასევე ვარაუდობს, რომ მისმა პირდაპირმა მოლაპარაკებებმა პუტინთან შეიძლება, ხელი შეუშალოს რუსეთის აგრესიული ქმედებების ესკალაციას.

მსგავსი თემები