“მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია და საინფორმაციო ომი რჩება” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ქვეყნის მთავარი გამოწვევები და საფრთხეები – პარლამენტი 3 საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს უსმენს. ამ წუთებში სხდომა დახურულია და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია და საინფორმაციო ომი რჩება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს დიალოგი “ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან”, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც “რეალურად ახორციელებს დღესდღეობით ეფექტურ კონტროლს.”

“ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც რეგიონალურ ჭრილში ჩვენ წინაშე, იდგა ეს იყო ჩვენს მეზობლად არსებული კონფლიქტი, ყარაბაღს ვგულისხმობ. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. საინფორმაციო ომი. საინფორმაციო ომის ფარგლებში შეეცადნენ გაეღვივებინათ შუღლი როგორც ეთნიკურ ისე რელიგიურ ნიადაგზე. ამას თან დაერთო მიზანმიმართული საინფორმაციო დამაზიანებელი კამპანია ჩვენი სამსახურის და ზოგადად სამართალდამცავი უწყებების მიმართებით, რომელთაც აქტიურად ემსახურებოდნენ ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენი მასმედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი,” – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მსგავსი თემები