ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან იწყება, მას ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია

„სინოფარმზე“ კარგი და კეთილსაიმედო მონაცემები უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია. ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წინა მსჯელობის შედეგები იყო, რომ „სინოფარმი“ მართალია რეკომენდირებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა 60 წლის ზემოთ მისი ეფექტურობის შესახებ მონაცემი შედარებით მცირეა“ – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

მოუხედავად იმისა, რომ „სინოფარმს“ ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღია, საქართველოში მისი გამოყენება 4 მაისიდან დაიწყება.

„კვირის ბოლომდე, დღეს ან  ხვალ, ჯანმოს  წინასწარი რეკომენდაცია უკვე ცნობილი გახდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება 4 მაისიდან, როგორც იყო დაანონსებული“ – განმარტავს გაბუნია.

რაც შეეხება „სინოვაკს“ ვაქცინას, გაბუნიას აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში 100 000 დოზას ელოდებიან.

„დღეს ქვეყანაში ჩამოვა “სინოვაკის“ 100 000 დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა.  ჯანმო მისი ავტორიზაციის თარიღად მაისის დასაწყისს ასახელებს, ისევე,  როგორც „სინოვაკის“ ავტორიზაციას” – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

მსგავსი თემები