შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საკრებულოს შენობასთან, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრების აქციაზე 6 პირი დააკავეს

მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები მარნეულში, საკრებულოს შენობასთან აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება მისი ძმის, გიორგი მუმლაძის სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ისინი საკრებულოს შენობაში შესვლას და განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ მოხდა აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლება.

მსგავსი თემები