ვახო სანაიას და მის მეუღლეს მუქარის წერილებს უგზავნიან – პროკურატურამ ცალკე საქმე გამოყო

საკრებულოს ყოფილი წევრი,  ვატო შაქარაშვილი და მომღერალი, გია გაჩეჩილაძე ამბობენ, რომ სასამართლო მედიის გავლენის ქვეშაა მოქცეული, მათ დღეს სასამართლოში მიიტანეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ვახო სანაიას თავდსხმაში ბრალდებულებს, 2000 ადამიანი უდგება თავდებში:

„სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ეს ადამიანები აღდომას დატოვეს ციხეში, სანაია ასამართლებს ხალხს,“ – თქვა უცნობმა სასამართლოს ეზოში.

გარდა არსებული საქმისა, აღძრულია ახალი საქმეც, ვახო სანაისა და მის მეუღლეს ადვოკატის ინფორმაციით მუქარის წერილებს უგზავნიან, პროკურატურის ინფორმაციით კი წერილები პენიტენციალური დაწესებულებიდან არ იგზავნება.

“სახელმწიფოს რეაქცია უდნა იყოს ადეკვატური მსგავს შემთხვევებზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, უცნობის ინტერესი რა არის ამ საქმეში მეტნაკლებად ხელის გულზე დევს, აქ ცალსახად იკვეთება ამ საქმის მათი მიზნებისთვის გამოყენების საკითხი, ესენი ითხოვენ უფლებას ძალადობაზე. საქმე აღძრულია, ასევე მუქარის წერილებზე, ეს ხდება ვახოს თავდასხმიდან, მეორე, მესამე დღეს.” – განაცხადა ვახო სანაიას ადვოკატმა, ედუარდ მარეკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სამივე ბრალდებული, რომელსაც გამოძიება “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა დანაშაულის ჩადენის განმეორების მაღალი რისკი.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა “აი იას” შეგროვებული ხელწერილები, რომლითაც მომღერალი გია გაჩეჩილაძე (“უცნობი”) და თბილისის საკრებულოს წევრი, ვატო შაქარაშვილი დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მსგავსი თემები